Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლი იუვესთან განახევრებული შემადგენლობით ?

იტალიური მედიის ინფორმაციით, ნაპოლის ლაზარეთს ელსეიდ ჰიუსაი და დიეგო დემე შეემატა და სერია ა-ს მომდევნო ტურში იუვენტუსის წინააღმდეგ ვერც ერთი მათგანი მონაწილეობას ვერ მიიღებს.

პარტენოპეიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ატალანტასთან მატჩში ჰიუსაიმ მარცხენა ფეხზე უმნიშვნელო ტრავმა მიიღო, თუმცა მისი თამაშის შანსი იუვენტუსის წინააღმდეგ ფაქტობრივად არ არსებობს.

დემეს შემთხვევაში გარკვეული ოპტიმიზმი არსებობს. ფეხბურთელს მარცხენა ბარძაყის არეში ტკივილი აქვს და მისი თამაშის შანსები 50/50 -ზეა.

შეგახსენებთ, რომ მათ გარდა ნაპოლის ტრავმებისა და კორონა ვირუსის გამო დრის მერტენსი, კოსტას მანოლასი, კალიდუ კულიბალი და ფაუზი გულამი ვერ დაეხმარება.