Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ნაპოლი კულიბალის სანაცვლოდ მიღებული თანხით 2 ფეხბურთელს გაიფორმებს

გუშინ აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ კალიდუ კულიბალი გუნდის დატოვებასთან ახლოს არის, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტენოპეი დაახლოებით 65-70 მილიონ ევროს მიიღებს.

ჯანლუკა დი მარციოს მტკიცებით, გუნდი ამ თანხის დაბანდებას ორ ფეხბურთელში აპირებს. პირველი მათგანი სასუოლოს შემტევი ჯერემი ბოგაა, რომელიც დაახლოებით 35 მილიონი ევრო ღირს.

მეორე კი რომას ცენტრალური ნახევარმცველი, ჯორდან ვერეტუა, რომელსაც ალანის შეცვლა მოუწევს. ჯალოროსი ვერეტუს დაახლოებით 25 მილიონ ევროდ აფასებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.