Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ნაპოლი კულიბალის ფასს არ დააკლებს

ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა კალიდუ კულიბალის და არკადიუშ მილიკის მომავალზე ისაუბრა.

ნაპოლის უკანახაზელის გაფორმებას რამდენიმე ინგლისური გუნდი,მათ შორის მანჩესტერ იუნაიტედი,ნიუკასლი და ჩელსი ცდილობენ.

სენეგალელი ფეხბურთელი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად ითვლება.ის ნაპოლის 2014 წელს,გენკიდან შეუერთდა და გუნდის რიგებში 173 შეხვედრა გამართა.

გავრცელდა ინფორმაცია,რომ მცველის ღირებულება – 106 მილიონი ევრო პანდემიის გამო დაეცემოდა,თუმცა ნაპოლიმ ეს ჭორები უარყო.

„კალიდუ საოცარი ფეხბურთელია და მას ჩვენთან კონტრაქტი კიდევ დიდი ხანი აკავშირებს,“განაცხადა სპორტულმა დირექტორმა Sky-სთან ინტერვიუში.

„მისი გაყიდვა რომც გვინდოდეს,სანაცვლოდ საკმაოდ დიდ თანხას მოვითხოვდით,რადგან მისნაირი ფეხბურთელების ფასს კრიზისი ვერ შეამცირებს.

მილიკს პრემიერ ლიგის გუნდების გარდა,იუვენტუსს და მილანს უკავშირებენ.გუინტოლის თქმით 26 წლის შემტევი მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს გუნდს,თუ მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ შეთანხმდებიან.

„ჩვენი სურვილი მისი გუნდში დარჩენა და ახალი კონტრაქტის გაფორმებაა,ჩვენ მის აგენტთან მოლაპარაკებებს უკვე ვაწარმოებთ.მიზანი სიტუაციის გადაწყვეტაა და თ ვერ შევთანხმდით,პოლონელი სატრანსფერო მარკეტზე გადაინაცვლებს.ნაპოლი მასთან ერთადაც და მის გარეშეც განაგრძობს წინსვლას.