Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლი კულიბალის შემცვლელს ეძებს

კალიდუ კულიბალი მანჩესტერ სიტიში გადასვლასთან ძალიან ახლოს არის და ნაპოლი იძულებულია, რომ მისი შემცვლელი იპოვოს.

ფრანგული მედიის მტკიცებით, პარტენოპეი კულიბალის ერთ-ერთ შემცვლელად ლიონის ბელგიელ მცველს, ჯეისონ დენაიერს განიხილავს, რომლითაც ასევე მადრიდის ატლეტიკო და არსენალი ინტერესდება.

25 წლის ფეხბურთელს ლიონთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებ, თუმცა იმის გამო, რომ ლიონი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს, რასაც პანდემიის გამო შემქნილი რთული ფინანსური მდგომარეობა ემატება, ფრანგები ფეხბურთელის გაყიდვაზე თანახმანი არიან და მის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვენ, რისი გადახდაც ნაპოლის კულიბალის გაყიდვის შემდეგ არ გაუჭირდება.

Leave a Reply

Your email address will not be published.