Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლი მანოლასის შემცვლელის ძიებაშია

როგორც უვე მოგახსენეთ, ნაპოლის უკვე ყოფილი მცველი კოსტას მანოლასი კარიერას ოლიმპიაკოსში გააგრძელებს, პარტენოპეი კი ბერძენი ფეხბურთელის შემცვლელის ძიებაშია.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, პარტენოპეი 5 შესაძლო ვარიანტს განიხილავს, სია კი ასე გამოიყურება:

დავინსონ სანჩესი (ტოტენჰემი), ფელიქს უდუოჰაი (ვოლფსბურგი), იერი მინა (ევერტონი), ჯონ ლუკუმი (გენკი) და სებასტიანო ლუპერტო, რომელიც ნაპოლის საკუთრებაშია და იჯარის წესით ემპოლიში თამაშობს.