Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლი მერეტს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ნაპოლი მზად არის გუნდის იტალიელ კიპერს ალექს მერეტს კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზოს.

24 წლის ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტი პარტენოპეისთან 2023 წლის ზაფხულში ეწურება და ალექსი გუნდში დარჩენის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ის გარანტიებს ითხოვს, რომ გუნდის პირველი კიპერი იქნება და დავიდე ოსპინასთან მონაცვლეობა აღარ მოუწევს.

ოსპინას ნაპოლისთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ის სავარაუდოდ გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს, ამიტომ მხარეებს შეთანხმების მიღწევა არ უნდა გაუჭირდეთ.