Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლი მზად არის ინსინიე 25-30 მილიონის სანაცვლოდ გაყიდოს

დღეს ნაპოლის წარმომადგენლებსა და ინსინიეს აგენტს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე კიდევ ერთი შეხვედრა შედგა, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება და იტალიური მედიის ინფორმაციით, პარტენოპეი მზად არის ფეხბურთელს 25-30 მილიონის სანაცვლოდ შეელიოს.

ინსინიეს მიმდინარე კონტრაქტი ნაპოლისთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება და მას გუნდში დარჩენა სურს, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გასვლის გამო დე ლაურენტისს სახელფასო ჭერის შემცირება აქვს განზრახული და ინსინიეს ახალი კონტრაქტში წლიური გასამრჯელოს 4.5 მილიონიდან 3.5 მილიონამდე შემცირება უნდა, ამ პირობაზე კი ლორენცო თანახმა არ არის.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ინსინიე მზად არის ნაპოლის რიგებში კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩეს, თუმცა პარტენოპეი კაპიტნის უფასოდ დაკარგვას არ აპირებს და მზად არის ფეხბურთელი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გაყიდოს.