Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლი მილანთან ორი ლიდერის გარეშე…

ნაპოლის ხელმძღვანელობა მედიასთან კონტაქტზე უარის თქმას კვლავ აგრძელებს, ამიტომ გატუზოს პრეს-კონფერენცია არ გაიმართება და ის ტრავმირებულების შესახებ ვერ ისაუბრებს, თუმცა Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ირვინგ ლოზანო, კოსტას მანოლასი და ამირ რაჰმანი გუნდს ვერ დაეხმარებიან და ისინი მილანში არც გაემგზავრებიან.

წყაროს ინფორმაციით, ლოზანომ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა, თუმცა გატუზო გარისკვას არ აპირებს და მექსიკელ ფეხბურთელს ნეაპოლში დატოვებს.