Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ნაპოლი მილიკის სანაცვლოდ 18 მილიონს ითხოვს

არკადიუშ მილიკის აგენტი იტალიაში იმყოფება და ცდილობს, რომ პარტენოპეის ხელმძღვანელობა პოლონელი ფორვარდის უფასოდ გაშვებაზე დაითანხმოს, თუმცა დე ლაურენტისი ამას არ აპირებს.

მილიკს კონტრაქტი ნაპოლისთან სეზონის ბოლოს ეწურება და იმის გამო, რომ გასულ სეზონში მან ხელშეკრულების გახანგრძლივება არ ისურვა, მიმდინარე სეზონში მოედანზე არც ერთი წუთ არ გაუტარებია, თუმცა პარტენოპეი ფეხბურთელის გაყიდვას 18 მილიონ ევროზე ნაკლებად არც კი განიხილავს და მზად არის, ფეხბურთელი ზაფხულამდე დაიტოვოს და ის უფასოდ გაუშვას.

Goal.com-ის ინფორმაციით, იუვენტუსი მისი გაფორმების ფავორიტ გუნდად რჩება, თუმცა ატლეტიკო და ტოტენჰემი სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან.