Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ნაპოლი ოსიმენის გაფორმებას ცდილობს,მაგრამ…

ვიქტორ ოსიმენის ნახევარძმა ამბობს,რომ ლილის ფეხბურთელი ნაპოლისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს,თუმცა იტალიას რასიზმთან დიდი პრობლემები აქვს და ამის გამო ფეხბურთელი ყოყმანობს.

ოსიმენმა უარყო ჭორები იმის შესახებ,რომ ნაპოლისთან შეთანხმება უკვე აქვს,თუმცა იტალიელები მის გაფორმებასთან ყველაზე ახლოს არიან.

„ოსიმენს ნაპოლისთან შეთანხმება არ აქვს.ის პანდემიის პერიოდში ნიგერიაში იმყოფებოდა,რა დროსაც მამა დაკარგა და გადაწყვეტილების მიღების დრო არ ქჰონია.

„მე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ,რომ მას არც ნაპოლისთან და არც რომელიმე სხვა გუნდთან,შეთანხმება არ აქვს.

„არ ვიცი პრესას საიდან მოაქვს ეს ამბები.არაჩვეულებრივი გუნდი და კარგი ქალაქია,მე ვამაყობ,როდესაც ჩემს ძმას ასეთ გუნდს უკავშირებენ და ვაღიარებ,რომ მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობს,თუმცა შეთანხმება მიღწეული არ არის.

„იტალიაში ერთი დიდი პრობლემა აქვთ – რასიზმი.ეს ევროპის სხვა ქვეყნებშიც ხდება,თუმცა იტალიაში რასიზმის ფაქტები უფრო ხშირია.

„ნაპოლის ფანები რასისტები არ არიან.ვნახე,როგორ ატარებდნენ ისინი მასკებს კულიბალის მხარდასაჭერად.შესაბამისად,ნაპოლი მისთვის შესაძლოა კარგი არჩევანი იყოს,ვნახოთ რა მოხდება.“