Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლი ოსიმენს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

ვიქტორ ოსიმენმა ნაპოლის რიგებში კარიერა ტრავმების და სხვა ფაქტორების გამო არც თუ ისე წარმატებულად დაიწყო, თუმცა ბოლო ტურებში მან თავისი პოტენციალის გამოვლენა მაინც მოახერხა და იტალიური მედიის ცნობით, პარტენოპეი ნიგერიელ ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს უმზადებს.

CasaNapoli-ს ინფორმაციით, ვიქტორი მიმდინარე ხელშეკრულებას კიდევ ერთი წლით, 2026 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს, მისი წლიური გასამრჯელო კი 5 მილიონამდე გაიზრდება, მის ხელშეკრულებაში კი ჩაიდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც ნიგერიელი ფეხბურთელის გამოსყიდვა 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ იქნება შესაძლებელი.

ოსიმენმა, რომელიც ნაპოლი გუნდისთვის სარეკორდო თანხის – 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა, სერია ა-ს ბოლო 11 მატჩში 7 გოლის გატანა მოახერხა.