Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლი ოსიმჰენის შესანარჩუნებლად სახელფასო ჭერს გადააბიჯებს…

ვიქტორ ოსიმჰენი ნაპოლის რიგებში შესანიშნავად თამაშს განაგრძობს. ნიგერიელი ფორვარდის აქტივში მიმდინარე სეზონში სერია ა-ში ჩატარებულ 15 მატჩში 13 გოლი და 4 საგოლე გადაცემა გახლავთ, რითიც ის capocannoniere-ს ჯილდოსთვის მიმდინარე ბრძოლას ლიდერობს.

ოსიმჰენის კარგი თამაში არც ევოპულ გრანდებს გამოპარვიათ და 24 წლის ფეხბურთელის გაფორმების სურვილი არაერთმა ევროპულმა გრანდმა გამოთქვა, მაგრამ ნაპოლი მის მარტივად დათმობას არ აპირებს.

SportItalia-ს ცნობით, ნაპოლი ოსიმჰენის ახალი კონტრაქტის თაობაზე უკვე მუშაობს და დე ლაურენტისი მზად არის, გუნდში დაწესებული სახელფასო ჭერი – 3.5 მილიონი ევრო დაივიწყოს და მას ხელფასის სახით 6-6.5 მილიონი ევრო შესთავაზოს…