Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლი პსჟ-ს კიპერის გაფორმებას გეგმავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ნაპოლი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პსჟ-ს კარის დარაჯის კეილორ ნავასის გაფორმებას ეცდება.

Corriere dello Sport-ის ცნობით, პსჟ-ში კრისტოფერ გალტეს მისვლის შემდეგ, ნავასმა სასტარტო კიპერის სტატუსი დაკარგა და მომდევნო სეზონიდან ძირითადის წევრი ჯიჯო დონარუმა იქნება, ამის გამო კეილორს გუნდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.

წყაროს ინფორმაციით, ნაპოლი ფეხბურთელის არენდით გაფორმებას გეგმავს, თუმცა პარიზელებისგან მისი წლიური ხელფასის – 7 მილიონის ნახევრის დაფარვას ითხოვს, თუ პარიზელები ამ პირობას არ მიიღებენ, იტალიელები ჩელსიდან კეპას დამატებას ეცდებიან.