ნაპოლი სპალეტისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს
იტალიური მედიის ინფორმაციით, ნაპოლი ლუჩიანო სპალეტის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.
63 წლის სპეციალისტის მიმდინარე კონტრაქტი პარტენოპეისთან სეზონის ბოლოს იწურება, თუმცა გუნდის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მისი მუშაობით კმაყოფილი და სურს, რომ სპალეტი გუნდში დარჩეს.
Il Mattino-ს ინფორმაციით, ნაპოლი სპალეტის კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივებას შესთავაზებს, მისი შემდგომში კიდევ 1 სეზონით გაგრძელების პერსპექტივით.