Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ნაპოლი სტადიონს მარადონას საპატივცემულოდ სახელს შეუცვლის ?

ნაპოლის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის თქმით, დიეგო მარადონას ნაპოლიში გატარებული პერიოდის შესახებ ძალიან მალე სერიალი გამოვა და ამასთან ერთად, გუნდი მის საპატივცემულოდ სან პაოლოს სახელობის სტადიონს სახელს გადაარქმევენ.

„ნაპოლისთვის მარადონა ყველაფერი იყო. ქალაქმა მიწისძვრის შემდეგ ძალიან რთული პერიოდი გამოიარა და სწორედ დიეგო იყო ადამიანი, რომელიც ნეაპოლიტანელები გამოაღვიძა და ხალისი დაუბრუნა.

„ჩემთვის და კლუბისთვის ძალიან რთული პერიოდი დგას. უკვე 12 თვეა, რაც მე მარადონას ნაპოლიში გატარებულ პერიოდზე სერიალის გადაღებას ვგეგმავ.

„ეს შოუ მაიკლ ჯორდანის „ბოლო ცეკვის“ მსგავსი იქნება. მარადონა და პელე აღიარებულები არიან, როგორც მსოფლიოში საუკეთესო, თუმცა დიეგომ თავისი პერსონალობით უფრო შორს წასვლა მოახერხა. ის იყო უდიდესი და ძალიან რთულია, რომ მისნაირი სხვა იპოვო…

„გადავარქმევთ თუ არა სტადიონს სახელს ? ამაზე აუცილებლად ვიმსჯელებთ.“