Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ნაპოლი ტურინში არ გაემგზავრება

იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორივე გუნდში დადასტურებული კორონა ვირუსის შემთხვევების გამო, პარტენოპეის ტურინში გამგზავრება გადაიდო.

Il Napolista-ს ინფორმაციით, ნაპოლის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ტურინში გამგზავრება ამ ეტაპზე ვირუსის გამო უსაფრთხო არ არის და გუნდი დღეს ნეაპოლშ დარჩება.

ნაპოლის 3 წევრს, მათ შორის 2 ფეხბურთელს ვირუსი უკვე დაუდადსტურდა, ცოტა ხნის წინ გაცნობეთ, რომ იუვენტუსის სტაფის 2 წევრსაც ინფექცია გამოუვლინდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ეწევა მატჩს. ინფორმაციის გავრცელებისთანავე შეგატყობინებთ.