Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლი ფაბიანის გაყიდვას გეგმავს ?

Calciomercato-ს ინფორმაციით, ნაპოლი მზად არის ფაბიან რუისის სანაცვლოდ გუნდების წინადადებები მოისმინოს.

ესპანელმა ფეხბურთელმა, რომელსაც ნაპოლისთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე აკავშირებს, ბოლო 5 მატჩში სასტარტოდან მხოლოდ 1 შეხვედრა დაიწყო და ბოლოს 29 ნოემბერს, რომას წინააღმდეგ გაიტანა.

ნაპოლის 24 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივება 2025 წლამდე სურდა, თუმცა როგორც ჩანს მხარეები შეთანხმებას ვერ აღწევენ და პარტენოპეი მზად არის, ფეხბურთელი გაასხვისოს.

გამოცემის ინფორმაციით, ფეხბურთელის ტრანსფერით მადრიდის რეალი და ბარსელონა ინტერესდება და ნაპოლი მის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს.

რუისმა მიმდინარე სეზონში 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.