Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლი ფაბიან რუისის გაყიდვას გეგმავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მიმდინარე სატრანსფერი ფანჯრის პერიოდში პარტენოპეი ფინანსების მოსაძიებლად ერთ-ერთ ლიდერს გაასხვისებს და დიდი ალბათობით ეს ფაბიან რუისი იქნება, რომელსაც მსურველები ესპანეთში ჰყავს.

Corriere dello Sport-ის ინფორამციით, 25 წლის ფეხბურთელი ლუჩიანო სპალეტის გეგმებში არ შედის და მისი გაყიდვით მიღებული თანხით სხვა პოზიციების გაძლიერება სურს.

ნაპოლიმ ფაბიან რუისი 2018 წელს 30 მილიონის სანაცვლოდ გაიფორმა და არ არის გამორიცხული, რომ იტალიელმა სპეციალისტმა მისი ხილვა რეალშიც მოისურვოს. პარტენოპეი ფეხბურთელის გაყიდვიდან 50 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.