ნაპოლი ფენერბაჰჩეს მცველის გაფორმებასთან ახლოს არის
იტალიური მედიის ინფორმაციით, ნაპოლი უახლოეს პერიოდში ფენერბაჰჩეს მცველის კიმ მინ-ჯეს ტრანსფერს გააოფიციალურებს, რომელიც გუნდში კალიდუ კულიბალის შემცვლელი გახდება.
Sky Sport-ის ცნობით, სამხრეთ კორეელი ფეხბურთელის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 20 მილიონი ევროა მითითებული, თუმცა პარტენოპეი მის გაფორმებას დაახლოებით 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ გეგმავს.
წყაროს ცნობით, 25 წლის ფეხბურთელმა გუშინ გუნდთან ერთად არ ივარჯიშა და სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში იტალიაში ჩაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ნაპოლის რიგებს შეუერთდება.