Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლი ფეხბურთელების აფრიკის თასზე გაშვების წინააღმდეგია

ნაპოლის ადვოკატის მატია გრასანის თქმით, პარტენოპეი მზად არის სასამართლოს გამოყენებით ფეხბურთელებს აფრიკის თასზე თამაში აუკრძალონ.

გუშინ კამერუნის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ აფრიკის თასი დაგემილ დღეს, 9 იანვარს დაიწყება და კორონა ვირუსის გამო არსებული რთული ვითარების მიუხედავად, მისი გადადება არც კი განიხილება.

ნაპოლის ხელმძღვანელობის აზრით, ტურნირზე უსაფრთხოების პროტოკოლი დაცული არ იქნება, რაც ფეხბურთელების ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ ჩააგდებს და სწორედ ამ მიზეზით, დე ლაურენტისის გუნდს ფეხბურთელების გაშვება ტურნირზე არ სურს.

შეგახსენებთ, რომ კამერუნში, სადაც აფრიკის თასი უნდა გაიმართოს, საერთო მოსახლეობის მხოლოდ 5 პროცენტია აცრილი, რაც სიტუაციის გართულებას კიდევ უფრო უწყობს ხელს.