Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლი ფულჰემის ნახევარმცველს გაიფორმებს

ნაპოლიმ ფულჰემთან ანდრე ზამბო ანგუისას ტრანსფერი შეათანხმა და ფეხბურთელს ნეაპოლში უახლოეს საათებში ელოდებიან.

25 წლის ნახევარმცველი პარტენოპეის 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, შემდგომში მისი 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის პერსპექტივით.

კამერუნელი ფეხბურთელის დამატებას რომა რამდენიმე კვირის განმავლობაში ცდილობდა, მაგრამ ნაპოლიმ ფეხბურთელს უკეთესი პირობები შესთავაზა და მისი ტრანსფერი გაინაღდა.