Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლი ჩელსის და ბარსელონას ფეხბურთელების გაფორმებას ეცდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, ნაპოლი იანვარში ჩელსის ემერსონ პალმიერის და ბარსელონას ჯუნიორ ფირპოს გაფორმებას შეეცდება.

პარტენოპეის დიდი ალბათობით სეზონის ბოლომდე ელსეიდ ჰიუსაი და ფაუზი გულამი დატოვებს და ნაპოლის მათ შემცვლელებად ემერსონი-ფირპოს გაფორმება სურს. ორივე ფეხბურთელი თავიანთ გუნდებში სათამაშო დროის ნაკლებობის გამო უკმაყოფილოები არიან და კლუბების გამოცვლას აპირებენ.

24 წლის ფირპომ მიმდინარე სეზონში მოედანზე მხოლოდ 246 წუთი დაჰყო. კატალონიელებმა ის 2019 წელს ბეტისიდან, 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმეს და 30 მატჩში ჯუნიორის ანგარიშზე 2 საგოლე გადაცემა და 1 გოლია.

26 წლის პალმეირიმ კი 418 წუთი ითამაშა და მის ტრანსფერში ნაპოლის ინტერის სახით სერიოზული კონკურენტი ჰყავს.