ნაპოლი ჩენგიზ უნდერით ინტერესდება

მიმდინარე სეზონის ბოლო ნაპოლის ხოსე კალეხონი დატოვებს და გუნდი მარჯვენა გარემარბის ძიებაშია.გუნდმა ორი ვარიანტი აირჩია,პირველი მათგანი სასუოლოს ფეხბურთელი ჯერემი ბოგაა,მეორე სამიზნეზე კი სულ ახლახანს გახდა ცნობილი და ის რომას თურქი ფეხბურთელი,ჩენგიზ უნდერია.

22 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ტრავმებთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა და მხოლოდ 12 შეხვედრის ჩატარება მოასწრო,სადაც 3 გოლის გატანა მოახერხა.

გავრცელებული ინფორმაციით,ჯენარო გატუზო ახალგაზრდა თურქი ფეხბურთელის გულშემატკივარია და გუნდს რომას მოთხოვნილი 30 მილიონი ევროს გადახდას მოსთხოვს.

Leave a Reply

Your email address will not be published.