Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ნაპოლი – ჯენოა გადაიდო

დღეს დილით ჯენოას კარის დარაჯს, მატია პერინს კორონა ვირუსი დაუდასტურდა, რის გამოც მატჩი, რომელიც ხვალ, 17:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, გადაიდო.

გენუელების სრულ შემადგენლობას ტესტირების გავლა მოუწევს და თუ არც ერთ ფეხბურთელს ვირუსი არ დაუდასტურდა, მატჩი რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყება. თუ რომელიმე ფეხბურთელს კორონა ვირუსი დაუდასტურდა, შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდება.