Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლი ჯიუნტოლის იუვენტუსში გაშვებას არ აპირებს

იუვენტუსიდან ფაბიო პარატიჩის შესაძლო წასვლის შეახებ ხმები არ წყდება. ბიანკონერის სპორტულ დირექტორს, რომელსაც იუვესთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, ბევრი არასწორი სატრანსფერო პოლიტიკის გამო აკრიტიკებს და მისი გუნდიდან წასვლა გამორიცხული არ არის.

იტალიურ მედიაში პარატიჩის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატი დასახელდა, მათ შორის ყველაზე ხშირად კი ნაპოლის სპორტული დირექტორის კრისტიანო ჯიუნტოლის სახელი სახელდებოდა, თუმცა როგორც ჩანს იუვენტუსს სხვა ვარიანტის ძებნა მოუწევს.

ჯიუნტოლის ნაპოლისთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს და Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, დე ლაურენტისი იტალიელის მუშაობით კმაყოფილია და მის გაშვებას არ აპირებს.