Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაჩოს უარი რომას

ესპანური მედიის ინფორამციით, მადრიდის რეალის უკანახაზელი ნაჩო კარიერის რომაში გაგრძელებას არ აპირებს და ჯალოროსის დაცვის ცენტრის გასაძლიერებლად სხვა კანდიდატურების ძებნა მოუწევს.

რომა ზამთარში შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს და მოურინიოს მოთხოვნით, გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტი დაცვის ცენტრალური ზონის გაძლიერება არის. ნაჩო, რომელსაც რეალთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება, მისი გამოცდილების და კლასის გათვალისწინებით ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე იყო, მაგრამ El Nacional-ის ცნობით, 31 წლის ფეხბურთელს რომაში გადასვლა არ სურს.