Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ნახევარმცველის უარი მილანს, მას არსენალში სურს

მადრიდის რეალის ნახევარმცველი, დანი სებალოსი როსონერიში იჯარის წესით გადასვლას არ აპირებს და მას არსენალში გადაბარგება სურს.

როსონერის სებალოსის დამატება ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდათ, თუმცა ფეხბურთელმა მაშინაც არსენალი აირჩია და ლონდონელებს 1-წლიანი იჯარით შეუერთდა, ახლა კი მეთოფეებს მისი გამოსყიდვა სურთ.

The Telegraph და CalcioMercato მილანის ინტერესს ადასტურებენ, თუმცა წყაროების მტკიცებით ფეხბურთელმა რეალის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა, რომ მილანში გადასვლას არ აპირებს და არსენალში დაბრუნება სურს.

Leave a Reply

Your email address will not be published.