Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ნდომბელე:“ ინტერს ჩემი გაფორმება სურდა“

ტოტენჰემის ნახევარმცველმა, ტანგუ ნდომბელემ დაადასტურა, რომ ზაფხულის პერიოდში ინტერს მისი გაფორმება სურდა და დაასახელა მიზეზი, თუ რის გამო დარჩა ის ლონდონში.

„ინტერს ჩემი გაფორმება მართლაც სურდა და მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, თუმცა ტოტენჰემის პრეზიდენტმა იტალიელებს უარი უთხრა.

„მას სურდა, რომ მე გუნდში დავრჩენილიყავი, მე კი მინდოდა, რომ გუნდისთვის იმაზე მეტი მიმეცა, ვიდრე გასულ სეზონში.

„მე და მოურინიომ გაუგებრობა წარსულს ჩავაბარეთ და დარწმუნებული ვარ, რომ შედეგები მალე დაიდება.“