Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნეაპოლში მარადონას ძეგლი დაიდგმება

NAPLES, ITALY - NOVEMBER 29: Lorenzo Insigne of S.S.C. Napoli places tributes next to a banner showing an images of the deceased Diego Maradona during the Serie A match between SSC Napoli and AS Roma at Stadio San Paolo on November 29, 2020 in Naples, Italy. Sporting stadiums around Italy remain under strict restrictions due to the Coronavirus Pandemic as Government social distancing laws prohibit fans inside venues resulting in games being played behind closed doors. (Photo by Francesco Pecoraro/Getty Images)

იტალიური მედიის ინფორამციით, 29 ივლისს ნეაპოლში საკმაოდ დატვირთული დღე იქნება.

2020 წლის ნოემბერში ნაპოლის Stadio San Paolo-ს ლეგენდარული დიეგო მარადონას სიკვდილიდან რამდენიმე დღის შემდეგ Stadio Maradona დაერქვა, თუმცა კორონა ვირუსის გამო ოფიციალური ცერემონიალი გადაიდო.

ცერემონიალის შემდეგ კი სტადიონის გარეთ დიეგო მარადონას ძეგლი დაიდგმება, რომელიც ცნობილი ხელოვანის მიმო სეპეს ნამუშევარი გახლავთ.

მარადონა ნაპოლის რიგებში 1984-91 წლებში თამაშობდა და პარტენოპეის მაისურით ჩატარებულ 257 მატჩში 115 გოლის გატანა მოახერხა. მარადონასთან ერთად, ნაპოლიმ 2 სკუდეტო, უეფას თასი, იტალიის სუპერ თასი და კოპა იტალია მოიპოვა.