Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნეაპოლში მარადონას ძეგლს 28 ნოემბერს დადგამენ

28 ნოემბერს ნაპოლი Stadio Diego Armando Maradona-ს წინ ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის ძეგლს ოფიციალურად წარადგენს.

ძეგლი 3D პრინტერის დახმარებით არის შექმნილი და ის ქალაქს მარადონას მეგობარმა სტეფანო ჩეჩიმ შესწირა.

მარადონამ ნაპოლის მაისურით 257 მატჩი ჩაატარამ 115 გოლი გაიტანა და 41 საგოლე გადაცემა გააკეთა. პროცესში მან 2 სკუდეტო, კოპა იტალია, უეფას თასი და სუპერკოპას მოგება მოახერხა.