Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ნედვედი:“იუვენტუსი სეზონს ყველა მათცის ჯამში აფასებს და არა ერთი კონკრეტული თამაშით“

პაველ ნედვედმა ლიონთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.კითხვაზე,თუ რამდენად წარმატებული იქნება იუვესთვის სეზონი ლიგიდან გამოვარდნის შემთხვევაში,ნედვედმა უპასუხა:

„ჩვენ არ შეგვიძლია მთელს სეზონზე ერთი კონკრეტული მატჩით ვიმსჯელოთ.წინ ძალიან რთული შეხვედრა გველის,რადგან ლიონი ძალიან სტაბილური და ხარისხიანი გუნდია და კონტრ-შეტევებზე თამაში კარგად შეუძლიათ,ჩვენ კი თამაში აუცილებლად მოსაგები გვაქვს, რაც გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული.

„სეზონის ბოლო შეხვედრებში,როდესაც მოტივაცია აღარ გვქონდა,გუნდმა არც თუ ისე კარგი თამაში აჩვენა,თუმცა რატომღაც ყველას ავიწყდება,რომ ჩვენ სკუდეტო 3 ტურით ადრე გავინახდეთ.

„ამ კვირაში გუნდი კარგად ვარჯიშობდა და თითოეული ფეხბურთელი კონცენტრირებული იყო. კარგ ფორმაში ვართ და ამას ყველა დაინახავს.

„პაულო დიბალა იუვენტუსისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და ამაში ამ სეზონში ყველა დარწმუნდა.მისმა შესანიშნავმა თამაშმა ბევრი ქულა მოგვიტანა და იმედი მაქვს,რომ ის გუნდს დღესაც დაეხმარება.“

Leave a Reply

Your email address will not be published.