Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ნედვედი:“რეალი და სიტი ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები არიან“

Pavel Nedved of Juventus during the 2019/2020 UEFA Champions League draw on August 29, 2019 in Monaco, Monaco. (Photo by Pascal Della Zuana/Icon Sport via Getty Images)

პაველ ნედვედის აზრით,მადრიდის რეალი და მანჩესტერ სიტი,რომელთაგანაც ერთ-ერთი ბიანკონერის იმ შემთხვევაში დაუპირისპირდება,თუ ტურინელები ლიონს გაცდებიან,ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები არიან.

იუვემ ლიონთან პირველი მატჩი გასვლაზე 1 – 0 წააგო და ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა მოუწევს.

„პირველ რიგში,ჩვენ ლიონთან მატჩზე უნდა ვიფიქროთ,მომდევნო ეტაპზე გასვლა მარტივი ნამდვილად არ იქნება.

„ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე მარტივი მოწინააღმდეგეები არ არსებობს.რა თქმა უნდა,შეიძლებოდა უფრო კარგი შედეგები ყოფილიყო,თუმცა გუნდს,რომელსაც ამ ტურნირის მოგება უნდა,ყველა მოწინააღმდეგის დამარცხება უნდა შეეძლოს.

„მადრიდის რეალი და მანჩესტერ სიტი ჩემპიონთა ლიგის მოგების კანდიდატები არიან და მათთან დაპირისპირება საკმაოდ რთული იქნება.

„ჩვენი მთავარი მიზანი პორტუგალიაში მოხვედრაა.ეს ახალი ფორმატია,სადაც ერთ თამაშში წყდება ყველაფერი და წინასწარ რაიმეს ვარაუდი წარმოუდგენელია,მითუმეტეს იმ პერიოდში გვიწევს თამაში,რასაც მიჩვეული არ ვართ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.