Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ნედვედი და პარატიჩი დაისაჯნენ

ტურინულ დერბიში მსაჯის მიმართ გამოთქმული უკმაყოფილების გამო, იუვენტუსის დირექტორები  – ფაბიო პარატიჩი და პაველ ნედვედი დაისაჯნენ.

დისციპლინარულმა კომისიამ პაველ ნედვედს მატჩებზე დასწრება 21 დეკემბრამდე აუკრძალა და ჯარიმის სახით 10,000 ევროს გადახდა დააკისრა, პარატიჩის კი თამაშებზე 14 დეკემბრამდე დასწრების საშუალება არ მიეცემა.