Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნედვედი:“ იუვენტუსს არანაირი კანონი არ დაურღვევია. მორატა ?…“

იუვენტუსის ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა სალერნიტანასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„არის თუ არა ეს სეზონი ჩემი ვიცე-პრეზიდენტობის დროს ყველაზე რთული ? არ ვიცი, ჩვენ ერთად უამრავი რთული მომენტი გამოვიარეთ, ეს ჩვენი სამუშაოს ნაწილია, ამიტომ ერთმანეთთან შედარება უბრალოდ შეუძლებელია.

„მორატას გოლების ნაკლებობა ? ჩვენი ფეხბურთელები მაშინ, როდესაც ისინი ისე ვერ თამაშობენ, როგორც ეს იუვენტუსს ეკადრება, კრიტიკას უნდა იღებდნენ, მაგრამ მე მწამს, რომ ალვარო ტექნიკის თვალსაზრისით მწვრთნელის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ის კარგად თამაშობ, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ ალვაროსგან მეტ გოლს ველოდებით. ეს მარტო მორატას არ ეხება, იმავეს თქმა თითოეული შემტევის შესახებ შეგვიძლია.

„მიმდინარე გამოძიება ? იუვენტუსმა ოფიციალური განცხადება უკვე გააკეთა, ამ თემაზე ანდრეა ანიელიმ გუნდთან და თანამშრომლებთან უკვე ისაუბრა, ხოლო ჯონ ელკანმა აქციონერებს მიმართა და არ ვფიქრობ, რომ ჩემი აქ საუბარი მართებული იყოს, მაგრამ იუვენტუსს არანაირი კანონი არ დაურღვევია და არ ვფიქრობ, რომ გუნდს რაიმე სახის პრობლემა შეექმნება.“