Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ნედვედი:“ კარგი ტესტი დიბალასთვის“

პაველ ნედვედმა ფერენცვაროშთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და პაულო დიბალაზე ისაუბრა, რომელიც არა მხოლოდ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა, არამედ კაპიტნის სამკლაურით იასპარეზებს.

„ყოველი თამაში იუვენტუსის ფეხბურთელებისთვის ტესტია. ჩვენ ვიცით, რომ დიბალა გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ის ბოლო პერიოდში კარგ ფორმაში არ იყო, მაგრამ ნელ-ნელა ის ბრუნდება და დღეს კარგად გამოჩნდება, თუ რამდენად მზად არის პაულო სათამაშოდ.“

თუ იუვე მოიგებს და ბარსელონა კიევთან არ დამარცხდება, ბიანკონერი მომდევნო ეტაპზე გასვლას გაინაღდებს.

„ჩვენ გვსურს, რომ დღეს კარგი თამაში ვაჩვენოთ და 3 ქულა მოვიპოვოთ. მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა სტაბილურობა აჩვენოს. მომდევნო ეტაპის საგზურს ადრე თუ გვიან მოვიპოვებთ, ახლა უფრო მნიშვნელოვანი გუნდის კარგი თამაშია.“