Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნედვედი:“ კინი იუვეს აწმყო და მომავალია“

იუვენტუსის ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა ტორინოსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„გასაკვირი არ არის, რომ დერბი ტორინოსთვის სეზონში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. ისინი ამ დღეს მთელი სეზონის განმავლობაში ელოდებიან და ჩვვენს წინააღმდეგ ყოველთვის შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ, იუვენტუსისთვის კი თითოეული შეხვედრა თუ ქულა უმნიშვნელოვანესია.

„ტორინოს ფიზიკურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ ასეთი ინტენსიური მატჩისთვის მზად ვართ და შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება.

„კინი სასტარტოში ? ჩვენ მისი დიდი რწმენა გვაქვს, ის იუვენტუსის აწმყო და მომავალია. მან ჩვენი გუნდის შიდა სამზარეულო კარგად იცის და ვფიქრობ, რომ იუვედან წასვლის შემდეგ ის საგრძნობლად განვითარდა. მოიზემ პსჟ-ს რიგებში 17 გოლი გაიტანა, სადაც ძალიან დიდი კონკურენციაა და ამის გაკეთება მარტივი არ არის. ჩვენ გუნდში ბევრი გამორჩეული ტალანტი გვყავს და ვფიქრობ, რომ იუვეს ნათელი მომავალი აქვს“