Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ნედვედი:“ პორტოს დიდი მონდომებით უნდა დავუპირისპირდეთ“

იუვენტუსის მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე პორტო იქნება და ტურინელთა ვიცე-პრეზიდენტმა, პაველ ნედვედმა წილისყრის შედეგებზე ისაუბრა.

„პლე-ოფში გასვლა ძალიან კარგია, თუმცა ახლა ყველა მატჩი გადამწყვეტია და თითოეულ შეხვედრაში მაქსიმალური მონდომებით და კონცენტრაციით უნდა ვითამაშოთ.

„ამ ეტაპზე მარტივი მეტოქე არ არსებობს და ნებისმიერ გუნდს შეუძლია, რომ პრობლემები შეგიქმნას, ეს ჩვენ გასულ სეზონშიც ვნახეთ, როდესაც ლიონმა ჩვენი გამოთიშვა მოახერხა.

„მათი მწვრთნელი ჩემი თანაგუნდელი იყო და ვიცი, თუ რამდენად ორგანიზებული პიროვნებაა ის. წინ 2 რთული შეხვედრა გველოდება და იმის მიუხედავად, რომ ფურცელზე ფავორიტები ვართ, თამაშებს კარგ ფორმაში უნდა შევხვდეთ.

„ჩვენ პორტოს იგივე მოტივაციით უნდა ვეთამაშოთ, როგორც კამპ ნოუზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე გასვლა გაგვიჭირდება.“