Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ნედვედი:“ რონალდუ და მესი საუკეთესოები არიან“

ცოტა ხნის წინ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა დასრულდა, სადაც გაირკვა, რომ იუვენტუსის მეტოქეები ბარსელონა, კიევის დინამო და ფერენცვაროში იქნებიან. კენჭისყრის შემდეგ კომენტარი პაველ ნედვედმა გააკეთა.

„ბარსელონასთან შესანიშნავი დაპირისპირება გველოდება და კიდევ ერთხელ გვექნება საშუალება, რომ რონალდუ – მესის დაპირისპირებას მივადევნოთ თვალი, რომლებიც მსოფლიოში საუკეთესოები არიან.

„ამის გარდა, ჩვენ მირალემ პიანიჩის და არტურ მელოს დაპირისპირებას ვიხილავთ, რაც მატჩს უფრო მეტ ინტერესს სძენს.

„კიევის დინამო კიდევ ერთი რთული მეტოქე იქნება, რომლებსაც ძალიან კარგი გუნდი და შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ, რომელმაც შახტართან ერთად ისტორია დაწერა. თუ მათთან თამაში ზამთარში მოგვიწევს, ეს საქმეს უფრო გაართულებს.

„უნგრელებისგან რას უნდა ველოდოთ ჯერჯერობით არ ვიცით, რადგან ისინი ჩემპიონთა ლიგის ხშირი მონაწილეები არ არიან, თუმცა უნგრეთში ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ასპექტში არც ფერენცვაროში იქნება გამონაკლისი.