Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნედვედი:“ ქომაგებს დაუვიწყარი საღამო ელოდებათ…“

ჩელსისთან მატჩის წინ კომენტარი იუვენტუსის ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა გააკეთა.

„ჩვენ წინ ევროპის ჩემპიონების წინააღმდეგ ურთულესი მატჩი გველოდება, მაგრამ დარწმუნბული ვარ, რომ ტიფოზებთან ერთად იუვენტუსი ღირსეულად ითამაშებს.

„სამწუხაროა, რომ სტადიონების ბოლომდე გახსნის საშუალება ჯერ კიდევ არ გვეძლევა, რადგან გავსებული სტადიონები ამ საღამოს კიდევ უფრო გაალამაზებდა, მაგრამ 50 პროცენტითაც ჩვენ დაუვიწყარი საღამო გველოდება.

„ჩელსის კარში გოლის გატანა და კარში დარტყმა ძალიან რთულია, ტუხელი შესანიშნავი სპეციალისტია, რომელმაც ლონდონელების თამაში დაცვაში უმაღლეს დონეზე აიყვანა. ჩვენ მოედანზე მომთმენები უნდა ვიყოთ და შექმნილი მომენტები კარგად უნდა გამოვიყენოთ.

„როგორ გრძნობს გუნდი თავს მენტალურად ? არც თუ ისე კარგი სტარტის მიუხედავად, გუნდში ყოველთვის მშვიდი გარემო იყო, ჩვენ მენტალური თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ახლა კი უკვე ქულების დაგროვებაც დავიწყეთ, ამიტომ ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს, გუნდი მოტივირებულია და იცის, რომ დღეს წარმატებისთვის მოედანზე გულის დადება მოგვიწევს.“