Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნედვედმა რონალდუს და ლოკატელის შესახებ ისაუბრა

იუვენტუსის ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა სერია ა-ს კალენდარის გაოფიციალურების შემდეგ (იხილეთ აქ) კომენტარი გააკეთა და რამდენიმე საინტერესო თემას შეეხო.

დღეს იუვენტუსმა სეზონი მაქს ალეგრისთან ერთად განაახლა.

„ჩვენ ერთად 5 შესანიშნავი სეზონი გავატარეთ, შემდეგ ის 2 წელი დასასვენებლად წავიდა, ახლა კი მაქსი გუნდში უდიდესი მოტივაციით ბრუნდება.

„სარი ? მისი მუშაობით იუვენტუსში ძალიან კმაყოფილები ვართ. ჩვენ ერთად პროდუქტიული სეზონი გავატარეთ, მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი გზები გაიყოფოდა.

„სარიმ სწორად აღნიშნა, რომ ჩვენ მისი მოპოვებული სკუდეტო შესაბამისად არ აღვნიშნეთ, რადგან ჩვენ ძალიან ბევრი გამარჯვება დაგვიბრუნდა და გადამწვარები ვიყავით, შემდეგ კი პირლოსთან ერთად ვცადეთ და მე-4 ადგილზე დავასრულეთ.

„ლოკატელი ? ჩვენ ამ საკითხზე მუშაობისთვის საკმარისი დრო გვაქვს, ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას მისი შეწუხება არ გვინდოდა.

„კიელინი-ბონუჩის დუეტი იტალიაში ? მათი და სრულიად იტალიის ყურება ჩემთვისაც კი შესანიშნავი იყო, ადამიანისთვის რომელიც იტალიელი არ არის…

„რონალდუ ? ის ახლა შვებულებაში იმყოფება. ჩვენ მისგან არანაირი სიგნალი არ მიგვიღია, რომ მას გუნდის დატოვება სურს. კრიშტიანუ იუვენტუსს 25 ივლისს დაუბრუნდება.“