Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნევილი:“ ბონუჩი და კიელინი ფანტასტიკურები არიან, მაგრამ ინგლისი ფავორიტია…“

ინგლისის ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ინგლისი გამოკვეთილი ფავორიტია.

„იტალიამ შესანიშნავი ჩემპიონატი ჩაატარა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ისინი ინგლისის დონეზე არ არიან. ინგლისის შეტევას ძალიან დიდი გამოცდა ელოდება, რადგან ბონუჩი და კიელინი შესანიშნავი მცველები არიან, რომელთა წინააღმდეგ თამაში მარტივი არასოდეს არის.

„ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრაში ჩვენი მთავარი იარაღი სტერლინგი იქნება, რადგან კეინს კიელინი-ბონუჩისთან ფიზიკური ბრძოლა ძალიან გაუჭირდება, ამიტომ საჭირო სივრცეები სწორედ სტერლინგმა უნდა შექმნას და თუ ის ამას მოახერხებს, ინგლისი ჩემპიონი გახდება.“