Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ნერაძურის ლეგენდა:“ ამ ინტერს ბალანსი არ გააჩნია“

ინტერის ლეგენდარული ცენტრალური მცველის, რიკარდო ფერის აზრით, გუნდს უფრო სტაბილურად თამაში მართებს.

„მადრიდის რეალთან მატჩი ინტერის წინა შეხვედრებს ძალიან ჰგავდა. ისინი ზედმეტად შემტევ ფეხბურთს თამაშობდნენ, ბევრი საგოლე მომენტი შექმნეს და დაცვის ხაზი ზედმეტად ზევით იყო აწეული.

„ერთი რამ, რაც მათ თამაშში ყველაზე თვალშისაცემია არის ის, რომ გუნდი ზედმეტად ბევრ გოლს უშვებს და პრობლემა რეალის პირველ გოლში აშკარად გამოჩნდა, როდესაც ჰაკიმის ცუდი პასის გარდა, დანარჩენი მცველებიც ცუდ პოზიციაზე იდგნენ.

„ნახევარდაცვა შეტევას კარგად ეხმარება და ძალიან პროდუქტიულია, თუმცა ისინი დაცვას სათანადოდ ვერ ეხმარებიან, რაც გუნდში ბალანსის არ ქონის ბრალია და კონტემ ამ საკითხზე უფრო მეტი უნდა იმუშაოს.“

ფერიმ ინტერის რიგებში 418 მატჩი ჩაატარა, რა დროსაც ერთი სკუდეტო და ორი უეფას თასი მოიპოვა.