Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნერაძურის ლეგენდა:“ ასეთი კარგი ინტერი უკვე დიდი ხანია არ მინახავს“

ინტერის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რიკარდო ფერიმ სიმონე ინძაგის გუნდის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„ინტერი თითოეულ შეხვედრაში ძალიან დიდ ხარისხს და ინტენსიობას აჩენს და სიმართლე რომ გითხრათ, მე ასეთი ძლიერი ნერაძური უკვე დიდი ხანია არ მინახავს. ისინი პირველ ადგილზე ყოფნას იმსახურებენ.

„სეზონის სტარტზე, მას შემდეგ, რაც გუნდი ჰაკიმიმ, ლუკაკუმ და კონტემ დატოვეს, გარკვეული ეჭვები მართლაც გაჩნდა, მაგრამ გუნდმა ორი მთავარი რამ შეინარჩუნა: ხერხემალი და მენტალობა, რომელიც მათ ანტონიო კონტემ შესძინა.

„სიმონე ინძაგიმ კი გუნდში უფრო მეტი ბალანსი მოიტანა. ბენეამატა ძალიან ლამაზ, ევროპულ ფეხბურთს თამაშობს და ეს შესანიშნავად გამოსდის, რაც გუნდის სტატისტიკაშიც აისახება.“