Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნესტა:“ ანჩელოტი ჩვენთვის მამასავით იყო…“

მილანის ლეგენდარულმა მცველმა ალესანდრო ნესტამ მილანის გასული სეზონი შეაფასა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

ნესტამ 20-წლიან კარიერაში სერია ა-ში ლაციოსა და მილანის რიგებში 400-ზე მეტი მატჩი ჩაატარა, 4-ჯერ სერია ა-ს საუკეთესო მცველი გახდა და 4-ჯერ UEFA-ს წლის საუკეთესო გუნდში მოხვდა.

ნესტამ ინტერვიუ კარლო ანჩელოტიზე საუბრით დაიწყო.

„ის ჩემთვის მეორე მამასავით არის, მწვრთნელი რომელიც შენგან ბევრს ითხოვს, მაგრამ სამუშაოდ ყველანაირ კომფორტს გიქმნის. მისთვის მე ყველაფერს გავაკეთებდი. ის არის ადამიანი, რომელიც თავის ფეხბურთელებს არასოდეს აქცევდა ზურგს მაშინაც კი, თუ ჩვენ რაიმე ძალიან დიდ შეცდომას დავუშვებდით.

„მილანის გასული სეზონი ? შთამბეჭდავი და ძალიან სასიამოვნო იყო. ბერლუსკონის ეპოქის შემდეგ გუნდმა მფლობელები პრჯერ შეიცვალა, რააც ყველაფრის ახლიდან დაწყებას ნიშნავს. რთულია, როდესაც სხვისი იდეების ქვეშ გაფორმებული ფეხბურთელების გამოყენება გიწევს, მაგრამ როსონერიმ გასულ სეზონში რესურსი შესანიშნავად გამოიყენა.

„დონარუმას გადაწყვეტილება ? მე მას ვერ განვსჯი, რადგან ჩემს დროს მილანზე მაღლა არავინ არ იდგა და მე როსონერის შევუერთდი, დღეისათვის კი სამწუხაროდ მილანი უმაღლეს დონეზე ვეღარ დგას, იქ მანჩესტერ სიტი და პსჟ არიან და თუ ჯიჯომ ერთ-ერთ მათგანში გადსვლა გადაწყვიტა, მე მას ვერ განვსჯი.

„დაუშვა თუ არა მან შეცდომა ? ამას ყველა ერთად მომავალში ვიხილავთ, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ტრანსფერებს დარეგულირება სჭირდება. პასუხისმგებელმა პირებმა სახელფასო ჭერი უნდა შემოიღონ და აგენტებს საკომისიოს ლიმიტი უნდა დაუწესონ.“