Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნესტა ლაციოში სარისგან გაკვეთილებს იღებს…

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი და უკვე მწვრთნელი ალესანდრო ნესტა დღეს ლაციოს სამწვრთნელო ბაზას Formello-ს ეწვია, სადაც ის მაურიციო სარის სამწვრთნელო მეთოდებს და სავარჯიშო სესიებს სწავლობდა.

ნესტა გასულ მარტში ფროსინონეს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაუშვეს და 45 წლის ლეგენდა კვლავ სტუდენტი გახდა, ის სარის სესიებს გუნდის დირექტორთან იგლი ტარესთან ერთად ადევნებდა თვალს.

ბოლოს ნესტა Formello-ს სამწვრთნელო ბაზაზე 2002 წლის 31 აგვისტოს იყო, რის შემდეგაც ის მილანის ფეხბურთელი გახდა.

ნესტამ ლაციოს რიგებში 261 მატჩი გამართა და გუნდთან ერთად სკუდეტო, 2 კოპა იტალია, უეფას თასი და ევროპის სუპერ თასი მოიგო.