Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნიდერლანდელებს ნაკრებში კონტეს ხილვა სურთ…

იტალიური წყაროების ინფორმაციით, ნიდერლანდული ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა ანტონიო კონტესთან მოლაპარაკებები გამართეს და მათ იტალიელი სპეციალისტის ხილვა ნაკრების თავკაცად სურდათ, თუმცა როგორც ჩანს ანტონიო საკლუბო ფეხბურთში აპირებს დარჩენას და ნაკრებს არ განიხილავს.

კონტე ინტერთან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახლავთ, თუმცა ნერაძურისთან შეთანხმების საფუძველზე მას მიმდინარე სეზონის ბოლომდე სერია ა-ს არც ერთ გუნდთან კონტრაქტის გაფორმება არ შეუძლია.

ჩეხეთის ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ, ნიდერლანდელები ფრანკ დე ბურმა დატოვა და გუნდი ახალი მწვრთნელის ძიებაშია, თუმცა როგორც ჩანს მათ კონტეს დათანხმება არ გამოუვათ.