ნიკოლა:“ იუვენტუსთან მატჩმა დაგვარწმუნა, რომ VAR-ი სპორტისთვის სასარგებლოა…“
სალერნიტანას თავკაცმა დავიდე ნიკოლამ იუვენტუსთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და VAR-ს, რომელმაც მილიკის 96-ე წუთზე გატანილი გოლი თამაშგარის გამო გააუქმა, საქმიანობა მოუწონა.
„ჩვენ თამაშის ხარისხით ძალიან კმაყოფილები ვართ და უსამართლო იქნებოდა, ტურინი ქულის გარეშე რომ დაგვეტოვებინა.
„VAR-მა ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ტექნოლოგია სპორტს უფრო სამართლიანს და უკეთესს ხდის.
„სალერტნიანა ტურინში აგრესიული ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვიდა, რაც გავაკეთეთ კიდეც. ჩვენ ამბიციურები უნდა ვიყოთ, რადგან კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ კონკურენციის გაწევა ნებისმიერ გუნდთან შეგვიძლია.“