Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნისტელროი:“ მილანის წინააღმდეგ თამაში კოშმარი იყო…“

ლეგენდარულმა რუუდ ვან ნისტელროიმ 2005 წელს მილანის წინააღმდეგ მატჩი გაიხსენა.

„როდესაც მე სან სიროზე მილანთან სათამაშოდ ჩავედი, გუნდის დაცვა ასე იყო დაკომპლექტებული: კაფუ, სტამი, მალდინი და ნესტა.

„მათ ასევე ჰყავდათ გატუზო, რომელიც თავისი გამომეტყველებით გეუბნებოდა:“ ბურთს თუ შეეხები, მოგკლავ!“

„მათ ასევე ჰყავდათ პირლო, რომელიც უბრალოდ ფანტასტიკური იყო და ზეედორფი, რომელზეც ზედმეტი საუბარი საჭირო არ არის.

„იმ დღეს მე კარში დარტყმა ერთხელაც ვერ მოვახერხე, ეს კოშმარი იყო, რომელიც ჩემს კარიერაში ბევრი ნამდვილად არ ყოფილა…“

გათიშვა