Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნიუკასლის ახალ მფლობელებს კონტეს გადაბირება სურთ

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ნიუკასლის ახალი მფლობელები, რომლებმაც გუნდი გუშინ შეიძინეს, ამბიციურები არიან და მათ გუნდის მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტეს ხილვა სურთ.

საუდის არაბეთის საინვესტიციო კომპანია PIF-მა ინგლისური გუნდის აქციების 80 პროცენტი 350 მილიონ ევროდ შეიძინა და ნიუკასლს ფეხბურთში ყველაზე მდიდარი მფლობელები ჰყავთ, მათი საერთო ქონება 400 მილიარდი დოლარია.

ძლიერი ფინანსური მხარდაჭერის ფონზე, ნიუკასლი მზად არის მომავალში მნიშნელოვანი ტრანსფერები განახორციელოს და პარალელურად არანაკლებად ამბიციურ მწვრთნელს ეძებს, კონტე კი ამ კრიტერიუმს ნამდვილად აკმაყოფილებს.