Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნიუკასლის ზღაპრული წინადადება ფიორენტინას

Rai Sport-ის ინფორმაციით, ნიუკასლი მზად არის ფიორენტინას დუშან ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაუხადოს.

Rai-ს ჟურნალისტის ფილიპო გრასიას ცნობით, ნიუკასლის არაბი მფლობელები ახალგაზრდა ტალანტების ძიებაში არიან და მათი ფინანსური სიტუაცია აძლევთ იმის საშუალებას, რომ მსოფლიოში არსებული კრიზისის მიუხედავად ტრანსფერებზე კოლოსალური თანხები დახარჯონ.

წყაროს ცნობით, ფიორენტინა აღნიშნულ წინადადებას სიამოვნებით დათანხმდებოდა, მაგრამ ფეხბურთელმა ნიუკასლში ტრანსფერზე უარი უკვე თქვა, რადგან მას ისეთ გუნდში გადასვლა სურს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს.